ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი კიევში იმყოფება. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ზე წერს, პაველი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენკი მოლაპარაკებებს გამართავენ.
"დღეს დილით მე მქონდა პატივი კიევში მემასპინძლა ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველისთვის. მოუთმენლად ველით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შინაარსიან მოლაპარაკებებს, რათა წინ წავწიოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და სამშვიდობო ძალისხმევა"- წერს სიბიგა.
