logo
ENG



ჩეხეთმა დღეიდან ბიზნეს ვიზიტორებისა და სტუდენტებისთვის საზღვრებიც გახსნა

27 აპრ 202016:42
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ახალი რეგულაცია ამოქმედდა. დღეიდან პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქალაქემ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს, პირბადე უნდა გამოიყენეს, უმეტეს რეგიონებში ანალოგიური ზომა მაღაზიებში ყოფნის დროსაც ვრცელდება.

4 მაისიდან მკაცრი ზომების შემსუბუქების მეორე ფაზა დაიწყება იტალიაში. მოქალაქეებს ნათესავების მონახულების საშუალება მიეცემათ, უკვე 18 მაისიდან კი მუშაობას აღადგენენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები, დაშვებული იქნება სპორტის სექტორში გუნდური ვარჯიშიც.

დღეიდან ფიტნეს ცენტრები და მაღაზიების უმეტესობა გაიხსნა ჩეხეთში, საზოგადოებრივ ტრანპორტში კი ბილეთების ინსტრუქტორები გამოჩნდნენ. ჩეხეთმა დღეიდან ბიზნეს ვიზიტორებისა და სტუდენტებისთვის საზღვრებიც გახსნა. გუშინდელ მონაცემთან შედარებით, ესპანეთში დაღუპულთა რიცხვმა შედარებით მოიმატა. ქვეყანაში ვირუსს ბოლო 24 საათში 331 ადამიანი ემსხვერპლა.


close დახურვა