![deql8udo1sp34ud.jpg](/uploads_script/news/thumb_deql8udo1sp34ud.jpg)
ათასობით ადამიანი ჩეხეთში კვლავ პრემიერის გადადგომას ითხოვს. პრაღის ცენტრში სამოქალაქო აქტივისტებმა მორიგი დემონსტრაცია გამართეს. ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩეხეთის პოლიციამ გამოძიება განაახლა მისი ერთ-ერთი კომპანიის მიერ ევროკავშირის სუბსიდიის უკანონო მითვისებასთან დაკავშირებით.
განცხადება ევროკომისიამაც გააკეთა. ანდრეი ბაბიში მათ ინტერესების კონფლიქტში დაადანაშაულეს. საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, პრემიერი გადადგომას არ აპირებს. მისი პარტია კი მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს.