logo
ENG



ჩვენი ახალგაზრდები ვისაც არ ჰგვანან, ეს ზუსტად ბერა და ივანიშვილის ოჯახია - ლევან ბერძენიშვილი

24 ნოე 201922:48
3 წუთის საკითხავი
 
564nznjbbvdmto8.jpg

ივანიშვილი არ ითვალისწინებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს - ესაა ახალგაზრდების ტალღა, - ასე გამოეხმაურა "რეპუბლიკური პარტიის" წევრი ლევან ბერძენიშვილი "იფოსის" კვლევის ახალ შედეგებს. 

კვლევის მიხედვით,  თუ პროპორციული არჩევნები ჩატარდება, 81%-ზე მეტი ამომრჩეველი აპირებს, რომ მივიდეს არჩევნებზე. როგორც ბერძენიშვილმა გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადა, სწორედ ახალგაზრდები ცვლიან არსებულ პოლიტიკურ კლიმატს, რაც ბიძინა ივანიშვილს დღედე არ გაუცნობიერებია. 

"ბიძინა ივანიშვილი ანგარიშობს იმით, რაც ყოფილა ადრე,  ანუ როცა ხელისუფლებას გადაუმეტებია ძალისთვის და საზოგადოება ამას დამორჩილებია. მაგრამ ის არ ითვალისწინებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც პირველად დგება ჩვენს უახლეს ისტორიაში და რასაც ბევრი ხედავს დღემდე. მაგრამ მე ვხედავ, რადგან კონტაქტი მაქვს იმ ძალასთან, რომელიც ახლა შემოდის. პირველად, ის თაობა, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ ქვეყანაში მოდის არა ხელისუფლებაში, მაგრამ მოდის ხელისუფლების ამომრჩეველთა რიგებში. ესაა ახალგაზრდების უზარმაზარი ტალღა, რაზეც არც რობოკოპები და არაფერი მუშაობს. ჩემი შეშინება შეიძლება სცადონ, მაგრამ ესაა სუფთა ძალა. ესაა გადამწყვეტი მომენტი დღეს და "ოცნების" ყველა მცდელობა, როცა ამ ახალგაზრდებს "ნაცებად" აცხადებს, წააწყდება იმას, რომ მათ რაოდენობას უბრალოდ  გაზრდის", - აღნიშნა ბერძენიშვილმა. 

მისივე თქმით, ივანიშვილი ახალგაზრდა თაობას საზღვრავს თავისი შვილის მიხედვით, რაც მცდარი მიდგომაა. 

"ეს ახალგაზრდები პირველად გამოჩდნენ 2015 წელს კატასტროფის დროს, როცა თბილისის მერიც წავიდა, თავისი „ჯორჯო არმანით“, მაგრამ ახალგაზრდებმა დაალაგეს ქალაქი ისე, რომ არავის არაფერი ჰკითხეს. მაშინ მოხდა მათი ძალის დემონსტრირება. შემდეგ დაიწყეს მათი დაშინება კლუბების ამბით, მაგრამ ივანიშვილი ახალგაზრდებზე მსჯელობს ბერას მიხედვით. ეს არასწორია, რადგან ჩვენი ახალგაზრდები ვისაც არ ჰგვანან, ეს ზუსტად ბერა და ივანიშვილის ოჯახია.  ესაა გადამწყვეტი განსხავება წინა პერიოდთან შედარებით. დღეს ჩვენ არ გვჭირდება რევოლუცია", - განმარტა ლევან ბერძენიშვილმა. 


close დახურვა