საქართველოს პრეზიდენტი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება. მან სამძიმარი გამოუცხადა ოჯახს. სოციალურ ქსელში ის წერს, რომ მსგავსი მოვლენების ასაცილებლად სახელმწიფომ კიდევ ბევრი ქმედება უნდა განახორციელოს.
„15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენ საზოგადოებისთვის. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. ამ მძიმე წუთებში გამძლეობა მოგცეთ უფალმა. ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მოზარდი, რომელიც პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მეცხრე სართულიდან გადმოხტა, კლინიკაში გარდაიცვალა.