logo
ENG



ჩვენ და მოქალაქეებს აინტერესებთ შეასრულა თუ არა კონსორციუმმა ვალდებულებები - თალაკვაძე

15 ოქტ 201920:39
3 წუთის საკითხავი
 
t479no345c6pwfh.png

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შეესრულებინა ვალდებულებები.

"რაც თხოვს ამ პროექტთან მიმართებაში, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა. ვინც ვალდებულებები ვერ შეასრულა ამ მომენტისთვის, არის კონსორციუმი. აქ ჩაშლაზე არაა ლაპარაკი, აქ საუბარია ვალდებულებების შესრულებაზე. ჩვენ და მოქალაქეებს აინტერესებთ ერთადერთი  - როდის უნდა შეესრულებინათ და შეასრულა თუ არა კონსორციუმმა ვალდებულებები. 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო სახელმწიფოს ვალდებულებები", - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 15 ოქტომბრის 18:00 საათამდე ქონდა. იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი 15 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათამდე ინვესტორებთან გაფორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებებს ვერ წარადგენდა, შესაძლოა მთავრობას კონსორციუმთან დადებული შეთანხმება გაეუქმებინა. ჯერჯერობით უცნობია მთავრობის პოზიცია. 

ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსორციუმი დოკუმენტების ჩაბარებას არ აპირებს.


close დახურვა