logo
ENG



ჩვენ ყველა ვარიანტში ვიქნებით პარლამენტში - ნინო ბურჯანაძე 2020-ის არჩევნებზე

03 ნოე 201916:07
3 წუთის საკითხავი
 
unycddn6fjkc1bx.png

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ  აჭარის რეგიონული კონფერენცია გამართა.  კონფერენციაზე ახალი რეგიონული ხელმძღვანელიც აირჩიეს.

ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ 2020 წელს მისი პარტია პარლამენტში მოხვდება. მისი თქმით, თითოეული მოქალაქის ხმა იქნება დაცული და ამას "ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობა" უზუნველყოფს.

"2016 წელს ჩვენი მათი ყველა ხმა ვერ დავიცავით. ვერც კი წარმოგვედგინა, რომ ხელისუფლება ასე გააყალბებდა არჩევნებს, მაგრამ ახლა მინდა შევპირდე ყველას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი მოცემული ხმა არცერთ შემთხვევაში არ დაიკარგოს. ჩვენ, ყველა ვარიანტში, ვიქნებით პარლამენტში, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანით ვიყოთ წარმოდგენილი, რომ არა მარტო ლაპარაკი შევძლოთ, არამედ საქმის გაკეთება",- განაცხადა ბურჟანაძემ. 


close დახურვა