logo
ENG



ჩილეში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

20 ოქტ 201912:15
3 წუთის საკითხავი
 
wku1egj6ts8utvp.jpg

ჩილეში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა.

პრეზიდენტმა რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის დედაქალაქში ჯავშანტექნიკაც გამოჩნდა.

დაპირისპირებების მიზეზი მეტროს ბილეთების გაძვირებაა, რომელმაც სანტიაგოში მოსახლეობის უკმაყოფილება და მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები გამოიწვია.

დემონსტრანტებმა, რომელთა შორისაც უმეტესობა სტუდენტები არიან, გადაკეტეს გზები, დაარბიეს მეტროსადგურები და დაწვეს მანქანები. პოლიცია კი მათ შეჩერებას ცრემლმდენი გაზის გამოყენებით ცდილობს.

ჩილეს ხელისუფლებამ პიკის საათებში მეტროს ბილეთები ერთი დოლარით თვის დასაწყისში გაზარდა.


close დახურვა