logo
ENG



ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეები მოემგზავრებიან

01 თებ 202014:08
3 წუთის საკითხავი
 

 

თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელშიც საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ალბანეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ჩინეთიდან ანკარის მიმართულებით უკვე გამოფრინდა. მოქალაქეებთან ერთად თვითმფრინავში 11 სამხედრო მოსამსახურე, ექვსი ექიმი, ორი ჟურნალისტი და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთი წარმომადგენელი იმყოფებიან.

საქართველოს ელჩი ჩინეთში ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მგზავრებს ჩინეთიდან თურქეთში ჩაუტარდებათ 14-დღიანი კარანტინი.

„დღეს დილას ქალაქ უხანიდან ევაკუირებული იქნა სამი საქართველოს მოქალაქე, ისინი ახლა მიემგზავრებიან თურქეთის მიმართულებით, დღეს გვიან ღამე ან ხვალ დილას იგეგმება ორი ან სამი საქართველოს მოქალაქის ევაკუირება ქალაქ უხანიდან და ისინი, სავარაუდოდ, გაემგზავრებიან საფრანგეთის მიმართულებით. ჩვენი მოქალაქეები კარანტინს ორი კირის განმავლბაში გაივლიან თურქეთში და თუ საფრანგეთში მოხდა დარჩენილი ორი ან სამი მოქალაქის ევაკუირება მაშინ საფრანგეთში. ჯანმრთელობის მდგომარეობა იქ შეუმოწმდათ ადგილზე მკაცრად, რადგან ევაკუაცია ხდება მკაცრი მოთხოვნების დაცვით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ყველა კომპეტენტური ორგანოსი“, - განაცხადა არჩილ კალანდიამ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვის. კორონავირუსი, ჩინეთის გარდა, მსოფლიოს 20 ქვეყანაში გამოვლინდა. ჩინეთში დაღუპულთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა, ხოლო ინიფიცრებულთა რაოდენობა 9 ათასს აჭარბებს.

31 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 


close დახურვა