logo
ENG



ჩინეთი: ბრაზილიიდან იმპორტირებულ გაყინულ ქათმის ფრთებზე კორონავირუსი აღმოჩნდა

13 აგვ 202014:13
3 წუთის საკითხავი
 
ayq4jarefqaaffw.jpg

ჩინეთის ქალაქ შენჯენის მთავრობის ცნობით, ბრაზილიიდან იმპორტირებულ გაყინულ ქათმის ფრთებზე კორონავირუსი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

მათივე განცხადებით, კორონავირუსი ფრთების ნიმუშის ზედაპირზე, გაყინული პროდუქტის სკრინინგის დროს გამოვლინდა. ქალაქის მთავრობა გავრცელებულ განცხადებაში მწარმოებელ კომპანიას არ ასახელებს.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, იმავე ბრენდის ყველა მსგავს გაყიდულ პროდუქტს ამოწმებენ და დეზინფექციას უტარებენ იმ ტერიტორიას, სადაც შენახული იყო ინფიცირებული ფრთები.

ქალაქ შენჯენის ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, ტესტირება ჩაუტარდა ყველა იმ პირს, რომელთაც შეიძლება, კონტაქტი ჰქონოდა პროდუქტთან. მათი მტკიცებით, პასუხები უარყოფითი იყო. ჩინეთის მთავრობა, ირწმუნება, რომ ყველა მსგავსი პროდუქტის შემოწმებისას პასუხი ასევე უარყოფითი იყო. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკით, ბრაზილიაში აქამდე 3,1 მილიონი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, რაც აშშ-ის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჩინეთის სამთავრობო მედია იუწყება, რომ ივლისის შემდეგ, გაყინულ ზღვის პროდუქტებზე კორონავირუსის აღმოჩენის 7 შემთხვევა დაფიქსირდა.


close დახურვა