logo
ENG



ჩინეთში, კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა

28 იან 202009:16
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთში, კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა. ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხი ათასს აჭარბებს. 

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საშიში ვირუსით ასობით ადამიანი დაავადდა. 

ქვეყნის ხელისუფლება კორონავირუსის მიერ გამოწვეული პნევმონიის გავრცელების წინააღმდეგ შიდსის პრეპარატების გამოცდას გეგმავს. ჰუბიეის პროვინციის 18 ქალაქი,  საერთო ჯამში 56 მილიონზე მეტი ადამიანი, კარანტინის ქვეშ იმყოფება. ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები  სინგაპურსა და გერმანიაშიც დაფიქსირდა. 


close დახურვა