ჩინეთის პროვინცია ხუბეიში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსით 116 ადამიანი დაიღუპა და საერთო რაოდენობამ 1480-ს გადააჭარბა. დაავადების გავრცელების ეპიცენტრში დაინფიცირების 5 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პარალელურად, საკრუიზო ლაინერი, რომელმაც კორონა-ვირუსის საფრთხის გამო 2 კვირა ზღვაში გაატარა, კამბოჯამ მიიღო. გემს პორტში ქვეყნის პრემიერი და მედ პერსონალი დახვდა. ბორტზე ვირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა მგზავრებს სამედიცინო შემოწმება მაინც ჩაუტარდებათ. მანამდე საკრუიზო ლაინერს პორტში შეშვებაზე 5-მა ქვეყანამ უთხრა უარი. კორონავირუსით ინფიცირების მე-15 შემთხვევა გამოვლინდა შეერთებულ შტატებში. პაციენტი ტეხასის საჰაერო ბაზაზე კარანტინში მოათავსეს. იაპონიაში კი კორონნა ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.
ჩინეთში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსით 116 ადამიანი დაიღუპა
14 თებ 202020:33
3 წუთის საკითხავი