logo
ENG



ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა

27 იან 202010:07
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთში, ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კი თითქმის 3 ათასს აღწევს.  ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საშიში ვირუსით 700-ზე მეტი ადამიანი დაავადდა. 

ქვეყნის ხელისუფლება კორონავირუსის მიერ გამოწვეული პნევმონიის გავრცელების წინააღმდეგ შიდსის პრეპარატების  გამოცდას გეგმავს. ჰუბიეის  პროვინციის 18 ქალაქი,  საერთო ჯამში  56 მილიონზე მეტი ადამიანი, კარანტინის ქვეშ იმყოფება. ირუსით ინფიცირების 41  ახალი შემთხვევა  ტაილანდში, შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში დაფიქსირდა. 


close დახურვა