![2022/09/06/x8bc9lsc1jmaou6.jpg](/uploads_script3/articles/2022/09/06/x8bc9lsc1jmaou6.jpg)
ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, სიჩუანის პროვინციაში მომხდარ მიწისძვრას 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროის მონაცემებით, დაშავდა სულ მცირე 50 ადამიანი, 16 კი დაკარგულად ითვლება.
მიწისძვრის სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდას შეადგენდა - შედეგად დაზიანდა გზები, ელექტროგადამცემი ხაზები და ინფრასტრუქტურა.
სამაშველო სამუშოები ამ დრომდე მიმდინარეობს, მაშველები ადამიანებს ნანგრევებში ეძებენ.
ჩინეთის ხელისუფლებამ სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად 50 მილიონი იუანი გამოყო.