ჩინეთში ძაღლის ხორცის კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება. გადაწყვეტილება ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო.
„Reuters“- ის ინფორმაციით აკრძალვას დაექვემდებარება ცხოველების და ძაღლის ფერმები.
„ძაღლი კომპანიონი და სახლის ბინადარი გახდა, ამიტომ ჩინეთში ეს ცხოველები პირუტყვად აღარ ჩაითვლებიან“, - ვკითხულობთ ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ დოკუმენტში.
სამინისტროს ინფორმაციით, კომერციული მიზნით 18 სახეობის ცხოველის გამრავლება არ იქნება აკრძალული, მათ შორის არის მსხვილფეხა საქონელი, ღორები, ფრინველები და აქლემები.
კომერციულ მიზნებში გამრავლებას 13 სახეობის გარეული ცხოველი ექვემდებარება. პირველი ჩინური ქალაქი, სადაც ძაღლების ჭამას 1 მაისიდან აკრძალავენ, შენჩჟენი გახდება.