logo
ENG



ჩოლოიანის ადვოკატი: არის ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ის არანაირ ზეწოლას არ ახორციელებს

19 დეკ 201920:27
3 წუთის საკითხავი
 

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებელის, მარიანა ჩოლოიანის აღკვეთის ღონისძიებაზე საავადმყოფოში  იმსჯელებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი კერეტაშვილმა მიიღო. სხდომის საავადმყოფოში გაგრძელების შუამდგომლობა ბრალდებულების ადვოკატებმა დააყენეს. სასამართლო პროცესზე მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებული ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სასამართლოში ვერ გამოცხადდა. 

ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი ჩოლოიანის უდანაშაულობის დამამტკიცებელ მტკიცებულებებს წარადგენენ. 

„ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, სანამ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება. დღევანდელ დღემდე ბრალდებული არ ყოფილა არც ერთ სისხლის სამართლის დანაშაულში. მის მიმართ არასდროს არანირი პრეტენზია ჰქონიათ მის მუშაობასთან დაკავშირებით. არსებობს უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. არის ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ის არანაირ ზეწოლას არ ახორციელებს“, - აცხადებს ადვოკატი.

საქმის პროკურორის განცხადების შემდეგ კი, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ სხდომა გაგრძელებულიყო სამკურნალო დაწესებულებაში.

„ითხოვს დასაბუთებულ შუამდგომლობით, ბრალდებულ ჩოლოიანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული იქნას პატიმრობა. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე არსებობს აღკვეთი ღონისძიების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, სასამართლოში დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ სხდომა გაგრძელებულიყო იმ დაწესებულებაში, რათა სრულყოფილად იქნას რეალიზებული ბრალდებულის უფლება - დაესწროს აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომას“, - განაცხადა პროკურორმა.

ამ წუთისთვის კლინიკაში უკვე შესული არიან პროკურატურის წარმომადგენლები. მათ ჩოლოიანი უნდა დაკითხონ, რომელსაც ჩვენებით იძულებით მიცემას ედავებიან.



close დახურვა