logo
ENG



ჩრდილოეთ კაროლინაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ოთხსულიანი ოჯახი დაიღუპა

08 ივლ 202520:12
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/08/q3htp3vzkhhlezz.png

ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ სენფორდთან ახლოს, პატარა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ოთხსულიანი ოჯახი დაიღუპა. შემთხვევა ორშაბათს, 14:00 საათზე მოხდა Sanford Raleigh Executive-ის აეროპორტთან ახლოს, Lee County-ში.

როგორც შტატის გზების საპატრულო სამსახური იუწყება, ბორტზე იმყოფებოდა ერთი ოჯახი — ტრევის და კანდეს ბიუქენანები (35 წლის), მათი შვილები — ობრი (10 წლის) და უოლკერი (9 წლის).

სამი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, მეოთხე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება შემთხვევის მიზეზების დასადგენად.


close დახურვა