logo
ENG



ჩუგოშვილი პარტიის დატოვებაზე: დავინახე, რომ ჩემი პირადი და გუნდის მიზნები ერთმანეთს აცდა

14 დეკ 201922:21
3 წუთის საკითხავი
 
3kmbos48dkgsqrh.jpg

"ქართული ოცნების" დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მივიღე მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვალე და არ მივიღებდი ამგვარ გადაწყვეტილებას რომ არა ის, რაც მოხდა კონსტიტუციის კენჭისყრის დღეს",- ასე გამოეხმაურა უმრავლესობის უკვე ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი პარტიის დატოვების შესახებ დასმულ შეკითხვას.

როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" აღნიშნა, ზოგადად მთავარი დაპირების არ შესრულება და პროპოციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნა ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. 

"ეს ყველასთვის სიურპრიზი იყო. პირველ რიგში ხმამაღლა დადებული პირობა და ამ პირობის ჩავარდნის დაშვებაც კი. მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრამდე ორი დღით ადრე უკვე იყო გარკვეული ეჭვები, მაინც არ ვუშვებდი ჩემს თავთან მსგავს შემთხვევას. ბოლო წამამდე მქონდა მოლოდინი რომ არ შეიცვლებოდა დაპირება. კენჭისყრის ტაბლოს რომ ვუყურებდი და შედეგი ვნახე, მეგონა რაღაც შეცდომა მოხდა. ამიტომ ეს სიურპრიზი იყო ყველასთვის. ერთი მხრივ ხშირად ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ემოციურ ბმას არ იწვევს და ეს მართლაც ასეა. შეიძლება საზოგადოებისთვის საარჩევნო სისტემა მეასე ხარისხოვანი იყოს თავისი ყოველდღიური პრობლემების გამო. თუმცა ვისაც ესმის პოლიტიკა, ესმის რომ ზუსტად ეს აფერხებდა პროცესებს. ჩვენ რომ შეგვეცვალა მოცემულობა და ძალაუფლების გადანაწილებაც სხვანაირი გაგვეკეთებინა, ეს გზა ქვეყანას სხვა მიმართულებით წაიყვანდა და ამიტომ ჩემთვის ეს მნიშვნლოვანი საკითხი იყო. შესაბამისად აქ დავინახე, რომ ჩემი პირადი და გუნდის მიზნები აცდა ერთმანეთს",-აცხადებს ჩუგოშვილი. 


close დახურვა