logo
ENG



ჩუგოშვილი - უმრავლესობის ადგილზე ევროპარლამენტის კომისიას ასე ომახიანად არ მოვიწვევდი

13 თებ 202014:19
3 წუთის საკითხავი
 

„უმრავლესობის ადგილზე მისიას ასე ომახიანად არ მოვიწვევდი, რადგან აქ კარგს ვერაფერს აღმოაჩენს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტში კომისიის შექმნის შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივას.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, უზენაესმა სასამართლომ უგულავას მიმართ განაჩენი ისე გამოიტანა, რომ მას თავის დაცვის საშუალებაც არ მისცა, რაც ადამიანის უფლებების დარღვევაა.

„მთავარია კომისიამ რას ნახავს, როდესაც ჩამოვა. ისინი ნახავენ იმას, რომ ადამიანმა, რომელმაც მოითხოვა დაკავება ხელახლა საქმეზე გიგი უგულავასი პროკურორის რანგში, შემდგომ მოსამართლის რანგში დახვდა ამ საქმეს და ისე მიიღო გადაწყვეტილება, ისე დაუმატა სასჯელი, რომ თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალებაც არ მისცა დაცვას. ეს სტრასბურგის სასამართლოს სხვა საქმეებში უკვე არის დადგენილი, როგორც დარღვევა ადამიანის უფლებების. ამიტომ, მე უმრავლესობის ადგილზე, ასე ომახიანად არ მოვიწვევდი ამ კომისიას, რადგან  კარგს ვერაფერს აღმოაჩენს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის ინიციატივით, საქართველოს ევროპარლამენტიდან ფაქტების დამდგენი მისია ეწვევა, რომელიც გიგი უგულავას დაპატიმრების საკითხს შეისწავლის. 


close დახურვა