logo
ENG



ჩხაიძე სააკაშვილზე: კოვიდ დაავადება მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით

27 იან 202300:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/27/02w4y20en6jq9ok.jpg
კადრი: იმედი

კლინიკა ვივა-მედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში კოვიდ დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

ჩხაიძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და ჰემოდინამიკური მაჩვენებლები და სუნთქვის პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. 

„კოვიდ დაავადება მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. პაციენტის [მიხეილ სააკაშვილი] მდგომარეობა სტაბილურია კოვიდის მიმდინარეობის პირობებში. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები და სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში და შესაბამისად მას უტარდება ის აუცილებელი მკურნალობა, რომელიც არის ნაჩვენები ამ კონკრეტულ შემთხვევაში” - განაცხადა ჩხაიძემ.

24 იანვარს მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

close დახურვა