logo
ENG



ჩხარტიშვილზე თუ იცოდით, მე მიმალავდით?! ეს განცხადება უხერხულია - ჩარკვიანი სამადაშვილზე

27 ივლ 202018:27
3 წუთის საკითხავი
clock 461
d4rypxz5tjqdsfq.jpg

"ეს პოლიტიკურად გაუმართლებელი განცხადებაა" - ასე აფასებს ახალი პოლიტიკური პლატფორმის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, გიორგი ვაშაძის აქტიური ხელშემწყობი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია. 

ჩარკვიანს სამადაშვილის მიერ მსგავსი ტიპის განცხადების გაკეთება უკვირს და ამბობს, რომ ეს კომენტარი მისი დონის პოლიტიკოსისგან უხერხულია. 

"ტყუილია - როგორი უხერხულია, იმ ადამიანისგან. სალომესგან ძალიან გამიკვირდა. სალომე ძვირფასო იცოდით და ამას მე მიმალავდით?! - ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. უხერხულია ამაზე საუბარი. ადამიანს, რომელსაც ყველამ ჩავაბარეთ უმსხვილესი ბაზა, მასზე ახლა თქვა, რომ ჩხარტიშვილი აფინანსებდა, ეს უხერხულია ადამიანურად და პოლიტიკურად გაუმართლებელია", - განაცხადა ჩარკვიანმა "ფორმულას" ეთერში. 

რაც შეეხება იმას, იცნობს თუ არა ჩარკვიანი ვანო ჩხარტიშვილს, პოლიტიკოსი ამბობს, რომ ბიზნესმენს არ იცნობს და მასზე მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია აქვს. 

"საერთოდ არ ვიცნობ მას [ჩხარტიშვილი]. მის შესახებ არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რაც თქვენ იცით. არასდროს მასთან შემხებლობა არ მქონია. ამასთან, ჩარკვიანის მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისგან აქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ვაშაძის დაფინანსების შესახებ ამბავს "არაკეთილმოსურნე ადამიანები ხელისუფლებიდან" ავრცელებენ. 

"მოვიშველიებ თავად ენმ-ს ლიდერებს, რომ გიორგი ვაშაძეს უგორებენ ოპოზიციის არაკეთილმოსურნე ადამიანები ხელისუფლებიდან, რომ მას აფინანსებს ჩხარტიშვილი. პასუხს ვთხოვ მათ, ჩვენს კოლეგებს - თავად იცოდნენ და მე მიმალავდნენ?! სალომე სამადაშვილის განცხადება არის პოლიტიკური შეცდომა. ანუ 10 თვის წინ რომ თანამშრომლობდით გრიგოლ ვაშაძესთან, ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინაც, საპრეზიდენტო არჩევნებს ჩხარტიშვილი აფინანსებდა?!", - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა თოკ-შოუ "კომენტარში". 

შეგახსენებთ, რომ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება "ძალა ერთობაშია" დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა - "სტრატეგია აღმაშენებელი" ჩამოაყალიბეს

აღნიშნულ საკითხს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა გიორგი ვაშაძის საქმიანობის ხელშემწყობი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია. 


close დახურვა