„რესპუბლიკური პარტია“ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არ დაარეგისტრირა - ცესკოს დადგენილებით, მიზეზი დაგვიანებით მიმართვაა.
როგორც ცნობილი გახდა, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიას 15 ივლისამდე უნდა მიემართა. თუმცა „რესპუბლიკური პარტიის“ განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 15 ივლისს, ანუ ერთი დღის დაგვიანებით შევიდა.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ განცხადება ფოსტას 14 ივლისს ჩააბარეს.
ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარტია დადგენილებას სასამართლოში ასაჩივრებს - პროცესი ხვალ, 20 ივლისსაა ჩანიშნული.
„რეგისტრაციის ბოლო ვადა იყო 15 ივლისი, ჩვენ გავგზავნეთ 14 ივლისს ფოსტით. მივიღეთ რეგისტრაციაზე უარი და ამასთან დაკავშირებით შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში. ხვალ ორ საათზე ჩანიშნულია სხდომა, სადაც გავიგებთ მოსამართლის გადაწყვეტილებას. ვადები დაცულია, გადაგზავნილი ფოსტით და არსად არ წერია, რომ ფოსტით გაგზავნა არ შეიძლება.
დადგენილებაში წერია, რომ ფოსტით გაგზავნილი საბუთები არ მივიდა დროულად, თუმცა საბუთები გაიგზავნა 14 ივლისს", - ამბობს ხათუნა სამნიძე.