logo
ENG



ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის II ტურზე - 31,82%, I ტურზე - 33,18%

30 ოქტ 202115:50
3 წუთის საკითხავი
 
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის II ტურზე - 31,82%, I ტურზე - 33,18%
ვახო ქარელი/ფორმულა

ცესკოს მონაცემებით, 15:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 31,82% შეადგინა. პირველ ტურში აქტივობა იყო 33,18%. 

სულ სამი საათისთვის არჩევნებზე 664 573 ადამიანი მივიდა. 

გთავაზობთ ხუთი თვითმმართველი ქალაქისა და ზუგდიდის მონაცემებს. 

აქტივობა ქალაქების მიხედვით:

თბილისი - II ტური 30,8%; I ტური 30,7%
ქუთაისი - II ტური 29,7%; I ტური 28,9%
ბათუმი - II ტური 34,2%; I ტური 33,7 %
ფოთი - II ტური 33,9%; I ტური 35,7%
რუსთავი - II ტური 33,9%; I ტური 32,4%
ზუგდიდი II ტური 29,2%; I ტური 28,1%

ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით:

თბილისი - II ტური 308 856; I ტური 307 642
ქუთაისი - II ტური 45 691; I ტური 44 452
ბათუმი - II ტური 50 537; I ტური 49 806
ფოთი - II ტური 13 899; I ტური 14 669
რუსთავი - II ტური 36 245; I ტური 34 626
ზუგდიდი - II ტური 35 038; I ტური 33 695

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეეტში ტარდება, სადაც მერებს აირჩევენ. გარდა ამისა, 24 საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ 42 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს.

მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ოპონენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.


close დახურვა