ცესკოს განცხადებით, საქართველოში საარჩევნო უბნებზე აქტივობა 10:00 საათისთვის 7.41%-ია.
ეს ნიშნავს რომ არჩევნებზე 10 საათისთვის მივიდა 259 273 ადამიანი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10:00 საათისთვის აქტივობამ 8.33% შეადგინა.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 6.74%
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 8.34%;
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.
ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს.
შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.