logo
ENG



ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

17 სექ 202514:10
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/17/oh12py9hfw60ylo.jpg

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.

ინფორმაციას ამის შესახებ ფორმულასთან შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ.

უფრო კონკრეტულად, იგი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს, რაც რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.

სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური 2021 წლის 17 აგვისტოსაც დაიჭირეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა კაცი, რომელმაც მანამდე მისი ძმა მოკლა.

4 დეკემბერს კი ვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


close დახურვა