logo
ENG



ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვნები ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ

18 იან 202021:42
3 წუთის საკითხავი
 
1lf96pt406ejzc3.jpg

ცირკის ტერიტორიაზე, 6 არასრულწლოვანი ტრანსგენდერ ქალებს დაესხა თავს.

როგორც "ფორმულას" ერთ-ერთმა ტრანსგენდერმა ქალმა განუცხადა, მოზარდები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს.

ტრანსგენდერი ქალის თქმით, მომხდარზე სამართალდამცველებს რეაგირება არ მოუხდენიათ და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ორი ტრანსგენდერი ქალო დააკავეს. ასევე დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძეც, რომელიც შემთხვევების დროს ადგილზე იმყოფებოდა.


close დახურვა