logo
ENG



ცისკარი: Ciskari Garden ღია სივრცეა, როგორც ვიცით, ვირუსის გადაცემის შანსი ნაკლებია

08 სექ 202014:35
3 წუთის საკითხავი
 
snl1e1jb4qfht40.jpg

ცისკარი და Ciskari Garden ორი დამოუკიდებელი სივრცეა, განსხვავებული კონცეფციითა და განსხვავებული პერსონალით, - ამის შესახებ ცისკარის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

მათი ცნობით, კორონავირუსი დაუდასტურდა არა რესტორნის, არამედ Ciskari Garden-ის სტუმარს, შესაბამისად, მათი თქმით, რესტორნის მუშაობის შეფერხების საფუძველი არ არსებობს. 

"ალბათ უკვე გაიგეთ კორონავირუსის შემთხვევის შესახებ, რომელიც ბათუმში მოგზაურობის მქონე პირს 7 სექტემბერს დაუდასტურდა. ეს ადამიანი 4 სექტემბერს იმყოფებოდა Ciskari Garden-ის სივრცეში მუსიკალურ საღამოზე. პირველ რიგში, გვინდა ამ ადამიანს გამოჯანმრთელება ვუსურვოთ. 

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან და სამსახურებთან და ყველა პროცედურისა და პროტოკოლის დაცვით ვმოქმედებთ. საბედნიეროდ, ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად დადგენილია ყველა კონტაქტი, Ciskari Garden-ის არც ერთი თანამშრომელი არ არის განსაზღვრული ახლო კონტაქტად.  როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, არ არსებობს განსაკუთრებული შიშისა და შეშფოთების საფუძველი, ვინაიდან Ciskari Garden სრულად ღია სივრცეა, სადაც ნაკლებია შანსი ვირუსის გადაცემის.

ასევე, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ  ცისკარი და Ciskari Garden ორი დამოუკიდებელი სივრცეა, განსხვავებული კონცეფციითა და განსხვავებული პერსონალით. ცისკარის სტუმრები არ არიან რაიმე საფრთხის ქვეშ და ამ ეტაპზე, არ არსებობს საფუძველი რესტორნის მუშაობის შეფერხების", - წერია  განცხადებაში.


close დახურვა