ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე ამბობს, რომ მათთან რეანიმაციაში, დღეის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტი მკურნალობს.
მათგან ყველაზე მძიმე 40 დღის ჩვილის მდგომარეობაა, რომელიც მართვით სუნთქვაზეა.
"პარამენტებს ვამცირებთ და ვცდილობთ, მართვითი სუნთქვიდან მოიხსნას. ეს სწრაფად არ ხდება, ხანგრძლივი პროცესია, თუმცა, პარამეტრები შემცირებულია და იქნებ რამდენიმე დღეში მოვხნათ". - თქვა მაია ჩხაიძემ.
მისივე განცხადებით, კლინიკაშ მკურნალობენ კორონავირუსით ინფიცირებული 17 და 18 დღის ახალშობილები.
"14 და 15 დღის იყვნენ, რომ შემოვიდნენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
არის 2 პაციენტი ცერებრალური დამბლით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ერთი ჟანგბადდამოკიდებულია, ისიც მართვით სუნთქვაზე იყო და უკვე მოხსნილია". - ამბობს ჩხაიძე.
კორონავირუსით ჩვილების და შშმ პირების ინფიცირების წყარო მათი ოჯახის წევრები არიან. იმისთვის, რომ ისინი დაცულები იყვნენ, აუცილებელია კორონავირუსზე აცრა.
აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან.
აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
საქართველოში 4 დასახელების ვაქცინაა ხელმისაწვდომი.
ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე.
აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, ასევე, რეგისტრაციაში დაგეხმარებიან იუსტიციის სახლებში და პარტიების ცხელ ხაზზე:
ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222; დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956; ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46.