logo
ENG



ციხეების პრობლემით მოსული მთავრობა, კრიტიკის ობიექტი თავად ხდება

10 დეკ 201920:17
3 წუთის საკითხავი
 
yaf8pryjqbrr7yh.jpg

ციხეებში არსებული პრობლემებისა და არაადამიანური მოპყრობის თემით, პატიმრების მდგომარეობის გამოსწორების დაპირებით ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“ დღეს თავად  ხდება კრიტიკის ობიექტი.

საპატიმრო დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის მანკიერი პრაქტიკა - სახალხო დამცველის აპარატი ამ დასკვნას ციხეებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად აკეთებს.

ლეგენდები და არარეალობა - ასეთია კრიტიკაზე იუსტიციის მინისტრის რეაქცია, რომელმაც მანამდე უმწვავეს შეფასებებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ღია კარის დღით უპასუხა. კარი შერჩევითად გაიღო. „ფორმულას“ გადამღები ჯგუფი, „მთავარი არხი“ და „tv-პირველი“ - ანუ კრიტიკული მედია, ღონისძიების გასაშუქებლად არც დაპატიჟეს და ადგილზე მისულები შენობაშიც არ შეუშვეს.

 

 


close დახურვა