შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხმაურება.
მისი თქმით, სოხუმსა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის დასახმარებლად თბილისი მზაობას მუდმივად გამოხატავს.
"ძალიან სახიფათო მდგომარეობაა ზოგადად ორივე ტერიტორიაზე. წინა დღეების განმავლობაში ასობით ადამიანის შემოდინება ხდებოდა რუსეთის ფედერაციიდან. ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელია, იმიტომ რომ ცხინვალის პასუხი საკმაოდ დესტრუქციულია. ფაქტობრივად შეთავაზებებს არ იზიარებენ", - აღნიშნა მინისტრმა.