logo
ENG



ციხელაშვილი ცხინვალის მეორე სახელზე: ამით არაფერი შეიცვლება

28 აპრ 202010:42
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებულ ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რეგიონს მეორე სახელად „სტალინირი" უწოდა. შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ ბრძანება, რომელიც რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა გამოსცა, ღიად წარმოაჩენს ოკუპანტის სახეს.

ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ რომ  გადაწყვეტილება განსაკუთრებით ტრაგიკული იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც უკვე წლებია მავთულხლართებით იზოლირებულ ტერიტორაზე ცხოვრობენ.

„ამ ე.წ. გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება მსოფლიო რუკაზე. ტრაგიკულია იმ ადამიანების გამო, რომლებიც წლებია ცხოვრობენ მავთულხლართებით იზოლირებულ გაფართოებულ სამხედრო ბაზაზე და თან არიან აბსურდული ექსპერიმენტის მსხვერპლი, რომლებიც საბჭოთა წარსულში დარჩენას აიძულებს.

"განსაკუთრებით ტრაგიკულია იმ ბავშვები გამო, რომელთაც პიონერების ყელსახვევებით საბჭოთა დიდების სიმღერებს ამღერებენ საბჭოთა ნოსტალგიით შეპრყრობილი პირები და ამით თავისუფლების განცდას ართმევდნენ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.


close დახურვა