logo
ENG



ციხელაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს

22 მაი 202008:05
3 წუთის საკითხავი
 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მთავარი თემა პანდემიის ფონზე ევროკავშირის მხარდაჭერა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, გამყოფი ხაზების სიახლოვეს, არსებული გამოწვევები იყო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში. აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ სხვადასხვა პროექტის განხორციელება, რომელთა მიზანიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების დახმარება და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა", - განაცხადა ციხელაშვილმა. 

 


close დახურვა