logo
ENG



ცნობილმა თაღლითმა და Netflix-ის ფილმ Tinder Swindler-ის მთავარმა გმირმა ქუთაისის ციხე დატოვა

14 ნოე 202522:10
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/14/lb2kgjucvkg0saw.jpg

Netflix-ის დოკუმენტური სერიალის, „Tinder Swindler“-ის მთავარმა პერსონაჟმა, ებრაელმა სიმონ ლევიევმა 2-თვიანი პატიმრობის შემდეგ ქუთაისის ციხე დატოვა.

ამის შესახებ "რადიო თავისუფლებასთან" მისი ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ადასტურებს.

მისი განმარტებით, ლევიევის წინააღმდეგ წარმოებული საქმე სრულიად შეწყდა და იგი ყველანაირი პირობის გარეშე გათავისუფლდა.

კუბლაშვილმა დაამატა, რომ გერმანულმა მხარემ უკან წაიღო მისი დაპატიმრებისა და ექსტრადაციის მოთხოვნა, რაც, მისი თქმით, საქმეში მტკიცებულებების ნაკლებობით შესაძლოა აიხსნას.

შეგახსენებთ, რომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით სიმონ ლევიევი ბათუმში 15 სექტემბერს დააკავეს.

ლევიევი Netflix-ის 2022 წელს გამოშვებული პოპულარული დოკუმენტური ფილმის, სახელწოდებით „Tinder Swindler“-ის, მთავარი გმირი იყო, რომელიც ასახავს მის მიერვე ჩადენილ სხვადასხვა სახის თაღლითობებს.

ცნობილია, რომ მრავალწლიანი კრიმინალური საქმიანობის დროს, ლევიევმა, სავარაუდოდ, სხვადასხვა ადამიანისა და ბანკისგან დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი მოიპარა ე.წ. პონცის სქემის მეშვეობით.

ის ასევე აცხადებდა, რომ ცნობილ ალმასის მეპატრონე ლევ ლევიევთან იყო დაკავშირებული, რათა ქალები Tinder-ზე მოეტყუებინა.


close დახურვა