logo
ENG



ცოლზე ძალადობის ბრალდებით ქარელში კაცი დააკავეს

06 ივნ 202010:28
3 წუთის საკითხავი
clock 364
hkjzkjxrczzfljv.png

პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრალდებულმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, გარკვეული პერიოდის მანძილზე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა