logo
ENG



ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გამგზავრებისა და მკურნალობის ხარჯებს ფონდი „ქართუ“ ფარავს

04 იან 202011:58
3 წუთის საკითხავი
 
ys0e9hvn3vmo3u4.jpg

ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გამგზავრებისა და მკურნალობის ხარჯებს ფონდი „ქართუ“ ფარავს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ძმა, გიორგი გამსახურდია „ტვიტერში“ აქვეყნებს.

ვარშავაში მყოფი გიორგი გამსახურდია წერილში ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ გახარიას მადლობას უხდის და მათ მეგობრებად მოიხსენიებს. გამსახურდია, ასევე, მადლობას უხდის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებსა და ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც  მონაწილეობდა ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის პროცესში.

შეგახსენებთ, რომ პირველი პრეზიდენტის შვილს ცოტნე გამსახურდიას გუშინ თავს დაესხნენ. ის მრავლობითი დაზიანებითა და ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამსახურდიას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა მძიმეა. შსს- მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს

 


close დახურვა