logo
ENG



ცქიტიშვილი: ჩინური კომპანიების სამუშაოები შეჩერებული არაა

06 მარ 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროექტები, სადაც ჩინური კომპანიები მუშაობენ, არ გაჩერებულა.

„ეს ხალხი რომელიც ჩამოვიდა მოთავსებული იყო კარანტინში, აქედან გამომდინარე შეიძლება, გარკვეული დროით, გარკვეული სპეციალისტების ჩამოსვლა გადავადდეს.

რამაც შეიძლება რამდენიმე თვით პროექტის ვადები გადაიწიოს. არც ერთ პროექტზე, სადაც ჩინური კომპანიები მუშაობენ, სამუშაოები გაჩერებული არაა. ამ კონკრეტულ ეტაპზე, ვერ ხორციელდება სამუშაო ძალების დამატება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 


close დახურვა