ახალგაზრდა კაცი ცხვარიჭამიაში, საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ყელზე ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.