ფეისბუქით, სავარაუდოდ, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში პატიმრებზე ძალადობის ვიდეო კადრები გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ნიღბიანი და ფორმიანი პირი სხვადასხვა პირებს ესხმიან თავს და სცემენ. ვიდეოში ასევე ჩანს, რომ კადრები 2 ოქტომბრითაა დათარიღებული და სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
