logo
ENG



ძალადობა, რომელიც 3-4 სამართალდამცველის ჩადენილია, ერთ გამომძიებელს დაბრალდა

18 დეკ 201920:03
3 წუთის საკითხავი
 
z03z6r6cq49obzt.jpg

პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილება სისტემამ დანაშაულის პირველივე დღეებიდან სცადა. ძალადობა, რომელიც ადვოკატის მტკიცებით, 3-4 სამართალდამცველის ჩადენილია, ერთ გამომძიებელს დაბრალდა, რომელსაც ლუკას სიკვდილამდე სახელისუფლებო მედიით, გამოძიების ვერსიას ამყარებინებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ამტკიცებდა, რომ ძალადობას დაკითხვის დროს ადგილი არ ჰქონია.

სახელმწიფო ინსპექტორი უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ მოზარდის სიკვდილს გამოძიება არ დალოდებია, არადა უწყებას ლუკას გარდაცვალებამდე მტკიცებულებები არ ჰქონდა, სიკვდილის შემდეგ კი მალევე გამომძიებელი აიყვანეს.

ოჯახი, სკოლა და საზოგადოება მთლიანად - ვისკენ იშვერს ხელს ხელისუფლება იმისთვის, რომ სისტემური დანაშაულის აღიარება არ მოუხდეს. 


close დახურვა