ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს წევრები და მხარდამჭერები ქარელში TV მონიტორინგის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
ტელეკომპანიის ჟურნალისტი ყვება, რომ მოძალადეებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურის დამტვრევა სცადეს. მისივე თქმით, ალტ-ინფოს წევრები პასუხს იმის გამოც სთხოვდნენ, რომ ტელევიზიას დასავლური კურსი აქვს აღებული.
"თავს დაგვესხნენ ალტ-ინფოს მთვრალი მხარდამჭერები. სამნი იყვნენ. 60 წლამდე იქნებოდნენ. გვთხოვდნენ საქმიანობა შეგვეწყვიტა და მათი მოთხოვნა, რომ არ შევასრულეთ გადმოვიდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე. გვაგინეს და საშინელ სიტყვებს გვეძახდნენ. ჰქონდათ აპარატურის წართმევის მცდელობაც", - ყვება ჟურნალისტი შოთიკო სადაღაშვილი.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.