logo
ENG



ძალადობრივი კონტრაქციის ფონზე პარლამენტთან აქცია "თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს

06 ივლ 202120:16
3 წუთის საკითხავი
 
ძალადობრივი კონტრაქციის ფონზე პარლამენტთან აქცია "თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს

პარლამენტის წინ აქცია "თავისუფლებისთვის" დაიწყო. მასში მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობენ, როგორც ორგანიზაციები, ისე პოლიტიკოსები და უფლებადამცველები.

აქციას შეუერთდა "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლები, რომლებსაც გუშინ 5 ივლისს "ღირსების მარში" უნდა გაემართათ. 

პარალელურად, ქაშუეთის წინ შეკრებილები არიან ძალადობრივი ჯგუფები, მათ შორის, გურამ ფალავანდიშვილი და მისი მომხრეები. შუაში კი პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული და არ აძლევს მათ საშუალებას, გადმოვიდნენ პარლამენტი წინ, იქ, სადაც მოქალაქეები აქციას მართავენ. 

"მდუმარე აქცია" მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ფიზიკურად იძალადეს. 


close დახურვა