logo
ENG



ძალადობრივი ჯგუფების უკან, ყოველთვის ხელისუფლება დგას - ჯანდიერი

01 დეკ 201923:06
3 წუთის საკითხავი
 
wf5054y2qeigxn4.jpg

 

"ხელისუფლება აპირებს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას და ამას გააკეთებს ძალაუფლებით და ფულით", - ამის შესახებ ექსპერტმა დავით ჯანდიერმა გადაცემა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" განაცხადა. 

ჯანდიერი მიიჩნევს, რომ ხალხი და ოპოზიცია არ უნდა დანებდეს.

„მანამდეც არაერთხელ გვინახავს, რომ ძალადობრივი ჯგუფების უკან, ყოველთვის დგას ხელისუფლება. მაშინაც კი როცა ხელისუფლებას უწევს სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს, ეს ადამიანები გამოდიან 100-ლარიანი ჯარიმით, სხვებს კი უშვებენ ადმინისტრაციულ პატიმრობაში. სახელწიფოს ისე მართავს ის ხალხი, რომ არ აქვთ გასიგრძეგანებული, რას ნიშნავს ქვეყნის მართვა. მმართველი პარტია დგას ძალადობრივი ჯგუფების უკან. თუ ამ ადამიანებს არ სურთ იყოს ერთი "ნაციონალური მოძრაობა", ასევე არ უნდა იყოს ერთი "ქართული ოცნება". ამიტომ ისინი უნდა იყონ მოწადინებული მრავალპარტიული იყოს ქვეყანა, სწორედ ამაზე ამბობენ ისინი უარს. დღეს საზოგადოება უფრო მეტადაა გაზრდილი და ხალხმა და ოპოზიციამ არ უნდა დათმოს. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა, რადგან ჩვენ ვნახეთ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ამას", - განაცხადა ჯანდიერმა.  

 


close დახურვა