რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფორმულას გადამღებ ჯგუფს მოძალადეები დაუპირისპირდნენ. ინციდენტის დროს ოპერატორს ზურგჩანთა ჩამოგლიჯეს, რომელშიც პირდაპირი ჩართვის აპარატი იყო, ცდილობდნენ კაბელი გადაეჭრათ, რათა პირდაპირი ეთერი შეწყვეტილიყო. პოლიციამ ფორმულას გადამღები ჯგუფი ადგილიდან მალევე განარიდა.
პარლამენტის შენობასთან, სადაც სოლიდარობის მდუმარე აქცია "თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს, დაპირისპირებაა.
რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
კონტრაქციის მონაწილეები, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები პოლიციის კორდონის გარღვევას და იმ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ, სადაც აქცია "თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს.
ისინი სოლიდარობის აქციის რამდენიმე მონაწილეს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
შსს-ს წარმომადგენლებმა რამდენიმე პირი ადგილიდან განარიდეს.