logo
ENG



ძალა ერთობაშიას ლიდერები ენმ-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

06 ივნ 202012:24
3 წუთის საკითხავი
clock 411

წინასაარჩევნო მზადება და კონსულტაციები პარტიებს შორის. მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საარჩევნოდ დასაორგანიზებელი საკითხები განიხილეს. ასევე საუბარი შეეხო მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების თემას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას თქმით, პარტია მალე ფართო მასშტაბიან საარჩევნო კამპანიას დაიწყებს.

„მიმდინარეობს ორგანიზაციული შეხვედრები, რომლის შედეგებიც კონკრეტულ ნაბიჯებში აისახება. ძალიან მალე ჩვენ უნდა დავიწყოთ ფართომასშტაბიანი საარჩევნო კამპანია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ეროვნული დემოკრატების“ წევრი, პაატა დავითაია აცხადებს, რომ შეხვედრაზე მსჯელობა მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა. დავითაიას თქმით, მას შემდეგ, რაც საკითხი განხილული იქნება, ისინი გადაწყვეტენ, თუ როგორ იმოქმედონ.

 „მიმდინარეობს გარკვეული მსჯელობა მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვისმინეთ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა, მათი მიმართულებები ოლქების დათმობასთან დაკავშირებით. იქნება ეს საკითხები განხილული ამ ფორმატში და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ ვიმოქმედებთ, რა სტრატეგია იქნება მაჟორიტარებთან დაკავშირებით, მოხდება თუ არა შეთანხმება“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

 

 


close დახურვა