logo
ENG



ძიუდოისტი ლაშა ბექაურის ცემის ფაქტის შესწავლა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დაიწყო

09 დეკ 201912:01
3 წუთის საკითხავი
 
dzylj80c1dyj8cy.jpg

მსოფლიო ჩემპიონის, ლაშა ბექაურის შესაძლო ცემის ფაქტს სახელმწიფოს ინსპექტორის აპარატი სწავლობს. უწყება, ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვას აწარმოებს. როგორც  სახელმწიფოს ინსპექტორის აპარატის წარმოამდგენლმა, ლევან ბერულაშვილმა განაცხადა, საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო და ფაქტთან დაკავშირებული ყველა პირი გამოიკითხება.

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორის სამასხურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსაურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ჩვენმა სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და გამოძიების შედეგების თაობაზე დამატებით გეცნობებათ. მასთან მოხდა კომუნიკაცია გამოკითხვის მიზნით და გამოიკითხება ნებისმიერი პირი, რომელსაც შეხება ექნება ამ საქმესთან“, - განაცხადა ბერულაშვილმა.

„ფორმულა“ ბექაურის მწვრთნელ ლაშა გუჯეჯიანსაც ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ბექაურმა განცხადება სოციალურ ქსელში ემოციურ ფონზე დადო.

„რომ მივედი განყოფილებაში არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა პოლიციასა და ლაშას შორის არ ყოფილა. ფაქტს რაც შეეხება, ცოტა ემოციური განცხადება დადო თავის ფეისბუქის გვერდზე. არანაირი დაზიანება არ შემიმჩნევია ლაშაზე. აღელვებული იყო. ერთადერთი, რაც ვნახე, ემოციური ფონი იყო. გამოძიება დამიკავშირდა და რა კითხვებიც იყო, გავეცი პასუხი“, - განაცხადა გუჯეჯიანმა.

რაც შეეხება თავად ბექაურს - მას შემდეგ, რაც მან პოსტი წაშალა, მედია ბექაურს დაუკავშირდა. სპორტსმენმა მხოლოდ ის თქვა, რომ საქმე მოგვარდა. თუმცა, ბექაურს არ დაუკონკრეტებია, ვინ და როგორ მოაგვარა ის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მსოფლიო ჩემპიონს წვრილმანი ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობლას ედავება.

შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს ბექაურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოპსტი, სადაც ის წერდა, რომ პოლიციელებთან მოუვიდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ის გადაიყვანეს განყოფილებაში, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი სეურაცხყოფა. მოგვიანებით ბექაურმა პოსტი წაშალა. 


close დახურვა