logo
ENG



ძიძიგური: ვოლსკის თუ გული წყდება, იმ დეპუტატებს დაელაპარაკოს ვინც კანონპროექტი ჩააგდო

21 ნოე 201920:59
3 წუთის საკითხავი
 
mvs00rtsf0qgatw.jpg

პარლამენტის დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებით პირველ რიგში, მმართველი გუნდის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაზარალდა.

„მე ერთ რამეს ვეტყოდი ჩემს ძვირფას კოლეგას გია ვოლსკის, თუ კი მას გული წყდება რა ხდება ამ პროცესებზე, მაშინ იმ დეპუტატებს დაელაპარაკოს, რომელთაც ეს დაპირება ჩააგდეს. ნურავის ექნება ჩემთან პრეტენზია. ამ პროცესით დაზარალდნენ დეპუტატები, უმრავლესობა და ყველაზე მეტად კი ივანიშვილი დაზარალდება. ამას მინდა ხაზი გავუსვა," - განაცხადა ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ ზვიად ძიძიგურმა საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ, უმრავლესობა დატოვა. როგორც ძიძიგური მედიასთან ამბობს, მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა სწორედ მმართველმა გუნდმა უნდა აიღოს. ძიძიგურის განცხადება მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა შეაფასეს და გაემიჯნენ მას. უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ გული წყდება ძიძიგური ოპოზიციის დღის წესრიგით რომ მოქმედებს.

 


close დახურვა