logo
ENG



ძლიერი მიწისძვრა მოხდა თურქეთში - საქართველოს ტერიტორიაზე, ბიძგებს ნგრევა არ გამოუწვევია

25 იან 202012:50
3 წუთის საკითხავი
 

ძლიერი მიწისძვრა მოხდა თურქეთში. 6 მთელი 8 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ყველაზე მეტად ქვეყნის აღმოსავლეთით, ელაზიგის პროვინციაში იგრძნობოდა. სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესობა სტიქიას სწორედ ელაზიგის პროვინციაში, რამდენიმე კი მალათიის რეგიონში ემსხვერპლა. მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა  უკვე ათასს აჭარბებს. პირველი მიწისძვრის შემდეგ რეგიონში 200-ზე მეტი ბიძგი განმეორდა. ისინი თურქეთის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იგრძნობოდა.

საქართველოს ტერიტორიაზე, ბიძგებს ნგრევა არ გამოუწვევია. არ დაზარალებულან, თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიც. ამ დროის მონაცემებით, გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის არცერთი საქართველოს მოქალაქე არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


close დახურვა