logo
ENG



ძლიერი სეტყვის გამო საჩხერის მუნიციპალიტეტმა მილიონი ლარის ზარალი ნახა

03 მაი 202012:04
3 წუთის საკითხავი
 

ძლიერმა სეტყვამ  და წვიმამ  პრობლემები შექმნა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. სტიქიამ მთლიანად გაანადგურა სავარგულები სოფელ კორბოულში.

„დატბორა ნათესები, ვენახები მოსპო, კვირტი გააცვინა - სიმინდი გვაქვს და ისიც წყალმა წაიღო. მეწყერი არ ყოფილა, მაგრამ ქვა-ღორღი გადმოიტანა გზებზე. გაჭედა არხები და გადაიკეტა გზები", - ამბობენ ადგილობრივები.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოსავლის გარეშე დარჩნენ.  უხვმა ნალექმა შიდა გზებიც დააზიანა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საჩხერის რაიონში სტიქიამ 12 სოფელი დააზარალა, ზარალი დაახლოებით მილიონ ლარს შეადგენს.


close დახურვა