logo
ENG



ძლიერი ქარისა და სტიქიის შედეგად, გურჯაანი - თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ხე წაიქცა

16 ივლ 202000:37
3 წუთის საკითხავი
 
7s8l9a2aobjsbzl.jpg

 

ძლიერი ქარისა და სტიქიის შედეგად, გურჯაანი - თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ხე წაიქცა. შემთხვევა ბარჯისხევის მონაკვეთზე მოხდა, რის გამოც, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებული იყო.

წაქცეულ ხეს ფორდის მარკის სატვირთო შეეჯახა, რომლის მგზავრებმაც გადმოსვლა დროულად მოახერხეს. პოლიციის მისვლამდე გზის გათავისუფლება მძღოლებმა საკუთარი ძალებით შეძლეს.

ძლიერი ქარის გამო, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში სახლებს სახურავები აქვს გადახდილი. სეტყვამ კი სოფელი ნაფარეული დააზარალა.

თელავში, მშვიდობის ქუჩაზე რამდენიმე ხეა წაქცეული. სტიქიისგან შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა სახელმწიფო რწმუნებული კახეთში, ირაკლი ქადაგიშვილი.

 


close დახურვა