logo
ENG



ძლიერი წვიმების შედეგად ბრაზილიის სამხრეთ შტატში სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა

04 მაი 202413:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/04/8zha6clrncw0net.jpg

ბრაზილიის სამხრეთში ძლიერი წვიმის შედეგად სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს, რადგანც ათეულობით ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ.

რიუ-გრანდი-დუ-სულის სამოქალაქო თავდაცვის ორგანომ განაცხადა, რომ 68 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ხოლო 24 ათასი ადამიანი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა, რადგანაც ქარიშხალი შტატის 497 ქალაქიდან ნახევარზე მეტს შეეხო.

"ეს რიცხვები შეიძლება საგრძნობლად შეიცვალოს მომდევნო დღეებში, რადგან ჩვენ უფრო მეტ რეგიონზე გვექნება წვდომა”, - განუცხადა რიო-გრანდე-დო სულის გუბერნატორმა ჟურნალისტებს.

რამდენიმე ქალაქში ქუჩები მთლიანად დატბორილია, დანგრეულია ხიდები. ქარიშხალმა ასევე გამოიწვია მეწყერი, რის გამოც პატარა ჰიდროელექტროსადგურზე კაშხლის სტრუქტურის ნაწილი ჩამოინგრა.

პორტო ალეგრეში, რიო გრანდე-დუ სულის დედაქალაქში, მდინარე გუაიბა კალაპოტიდან გადმოვიდა და დატბორილმა ქუჩებმა ქალაქის ისტორიულ ცენტრალურ უბნებთან მისასვლელი გადაკეტეს.

როგორც Reuters წერს შტატი მდებარეობს ტროპიკულ და პოლარულ ატმოსფეროებს შორის გეოგრაფიული შეხვედრის წერტილში, სადაც ძლიერი წვიმები და გვალვა ერთმანეთს ენაცვლება.


close დახურვა